სიახლეები
პარასკევი, 27 იანვარი, 2012
რუსთავის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულება ახალი რედაქციით დამტკიცდა
რუსთავის საკრებულომ დღეს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რაც თავის მხრივ, „თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა
პარასკევი, 27 იანვარი, 2012 | საკრებულომ ,,რუსთავის კორპუსის’’ ახალი პროგრამა დაამტკიცა
პარასკევი, 27 იანვარი, 2012 | “რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანებას’’ დაფინანსება გაეზარდა
ინტერვიუ
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე: კახა გურგენიძე
როდესაც საბოლოოდ დავამარცხებთ უმუშვრობას, აღმოვფხვრით სიღარიბეს და აღარ იქნება საჭიროება ასე ვთქვათ, „სოციალური ხანძრების ჩაქრობისა“, ცხადია, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ წარმატებულები ვართ.
მერი: ზაქარია დარჩიაშვილი
2011 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსთავისათვის , რადგან მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, ქალაქის იერ–სახე მთლიანად შეიცვალა და გამოცოცხლდა, მე ამ კუთხით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რჩება უამრავი გადასაჭრელი პრობლემა, რაც საბოლოოდ, არ გვაძლევს კმაყოფილების გრძნობის ქონის უფლებას.
პუბლიკაცია
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2011 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი >
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტის 2011 წლის შემოსულობების ნაწილის დამტკიცებულმა გეგმამ შეადგინა 25,259.8 ათ. ლარი, (თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს #47, 27.12.2010წ. დადგენილების თანახმად; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი # 190020020.35.160.016025), მათ შორის: გადასახადების გეგმა განისაზღვრა 4,200.0 ათ. ლარით, სხვა შემოსავლების გეგმა 2,718.4 ათ. ლარით, არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებული შემოსავლის გეგმა 800.0 ათ. ლარით, გრანტების გეგმა 17,541.4 ათ. ლარით (გათანაბრებითი ტრანსფერი 17,041.4 ათ. ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი 500.0 ათ. ლარი). 2011 წლის 9 თვის მდგომარეობით შემოსულობების წლიური გეგმური პარამეტრები დაზუსტდა და განისაზღვრა 38,540.6 ათ. ლარით,
განცხადებების დაფა
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივი პროექტის – “რუსთავიდან ემიგრირებულ შრომით მიგრანტთა მშობლიური ქალაქის ასოციაცია” განხორცილებას იწყებს
თვითმმართველობის ტრიბუნა
ბატონებო!(არამხოლოდ ხელმძღვანელებო), ხომ არ მიგაჩნიათ,რომ დადგა დრო ,რომ ჩვენი ქალაქი დამკვიდრდეს საქართველოში,არამხოლოდ როგორც იაფი მუშა ხელით ,შესაძლო ავტოინდუსტრიით და მრეწველობის ცენტრით ცნობილი,არამედ როგორც საუნივერსიტეტო ქალაქი-თუნდაც ტექნიკური. ხომ არ მიგაჩნიათ რომ,უმაღლესი ტექნოლოგიური სასწავლებლის დაფუძნება,ჩვენ ქალაქში უფრო უპრიანი იქნებოდა ვიდრე ბათუმში?
Dec 15, 2011 | dato60
პასუხის ჩვენება …
თვითმმართველობა სავსებით იზიარებს თქვენს მოსაზრებას, უფრო მეტიც, აქტიურად მუშაობს კონცეფციაზე, რომლის ერთ–ერთი ძირითადი სტრატეგია რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაქმნაა. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს კონსულტაციები. თვითმმართველობა ცდილობს შექმნას შესაფერისი გარემო, შეიმუშაოს წინადადებები, რათა მაქსიმალურად დააინტერესოს სხვადასხვა ინსტიტუციები ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.
თბილისის ქუჩა იქცევა თუ არა ცენტრალურ ქუჩად ? ან რა სიახლეები იგეგმება ? გზის გარდა თუ გაკეთდება რამე
Dec 1, 2011
პასუხის ჩვენება …
თბილისის ქუჩა ქალაქის ერთ–ერთი ძირითადი არტერიაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი რეაბილიტაციით ქალაქის სხივურად განვითარების შესაძლებლობა გაჩნდა. თუკი მანამდე ქალაქს მხოლოდ ერთი შემოსასვლელი ჰქონდა, თბილისის ქუჩის აღდგენით ცენტრალურ ქუჩზებზე მოხვედრა ამ ქუჩიდან სხვადასხვა დამაკავშირებელი ქუჩების საშუალებით ადვილად შესაძლებელი გახდა. თბილისისა და პერიფერიული ქუჩების აღდგენით კი ქალაქის თანაბარი განვითარება მოხდება. როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, იქ სადაც მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, გზები, კომუნიკაციები, აქტიურდება ბიზნესი და იზრდება მოთხოვნილება ურბანულ განაშენიანებაზე, რადგან ყოველივე ეს პირადპირორპრციულად უკავშირდება თქვენს მიერ დასმულ საკითხს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, თბილისის ქუჩისა და გადამკვეთი ქუჩების რეაბილიტაცია ქალაქის ამ ნაწილის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და მომავალში ის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი იქნება.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი









